დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ არჩევნებისთვის ბრძოლას, უზენაეს სასამართლოში ახალი დავით გააგრძელებს. მანამდე, უმაღლესი ინსტაციის სასამართლომ უარყო პენსილვანიის შტატში, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი შედეგების გაუქმება.
პენსილვანიის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენლები, უზენაეს სასამართლოში დავის დროს ითხოვდნენ, პენსილვანიაში, ჯო ბაიდენის 81 000 ხმით მოგება გაუქმებულიყო. უზენასსმა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასევე ნახეთ: ტეხასის შტატი უზენაეს სასამართლოს არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვსსამშაბათს, 8 დეკემბერს, ტეხასის შტატმა, საყოველთაო არჩევნების შედეგების შეცვლაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ტეხასის რესპუბლიკელი გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიის და უისკონსინის შტატებმა, საარჩევნო პროცედურები უკანონოდ შეცვალეს.
ეს ყველაზე მასშტაბური მცდელობაა, არჩეული პრეზიდენტის დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარების წინააღმდეგ, სასამართლოებში შეტანილ 30-ზე მეტ საჩივარს შორის. ტეხასის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიის და უისკონსინის შტატებში, ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები გაყალბებისგან სათანადოდ ვერ დაიცვეს. თუმცა, ოთხივე შტატის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათ მსგავსი მასშტაბური გაყალბების მტკიცებულება, რომელიც არჩევნების შედეგებს შეცვლის, ვერ აღმოაჩინეს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტეხასის შტატის მიერ წარდგენილ საჩივარში, ოთხ შტატში არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებებია წარმოდგენილი. პრეზიდენტმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა და თქვა, რომ მერყევ შტატებში, მეტოქეზე ასობით ათასით მეტი ხმა მიიღო.
ტეხასი უზენაეს სასამართლოს სთხოვს დაბლოკოს ამ ოთხი შტატის შედეგები, ჯამში - საარჩევნო კოლეგიის 62 წევრის (ელექტორის) ხმა. გამარჯვებისთვის ამერიკის პრეზიდენტს 270 ელექტორის ხმა სჭირდება. ბაიდენმა 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებზე კოლეგიის წევრთა 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი - 232. განსხვავება იმდენივეა, რამდენითაც ტრამპმა 2016 წლის არჩევნებზე ჰილარი კლინტონს მოუგო.
ტეხასი ასევე ითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ, საარჩევნო კოლეგიის მიერ კენჭისყრის შედეგების ფორმალური დამტკიცების თარიღი გადაავადოს. საუბარია 14 დეკემბრის ვადის გადაწევაზე, როცა ელექტორების მიერ არჩევნების შედეგების საბოლოოდ სერტიფიცირება ხდება.
ასევე ნახეთ: აღიარებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი დამარცხებას?ირიდიული ბატალიები და სასამართლო დავები, წინ უსწრებს დამდეგ ორშაბათს, როცა საარჩევნო კოლეგიამ, არჩევნებში გამარჯვებული ოფიციალურად უნდა გამოავლინოს. როგორც მოსალოდნელია, კოლეგია ბაიდენის გამარჯვებას დაადასტურებს - 306 საარჩევნო ხმით. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიულეტენების დათვლის მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 232 ხმა აქვს. 2016 წელს, როცა დონალდ ტრამპმა კოლეგიის 304 ხმა მიიღო, აცხადებდა, რომ მან "დამაჯერებლად" მოიგო.
საარჩევნო კოლეგიის შედეგებს კონგრესი 6 იანვარს განიხილავს და დაამოწმებს. ინაუგურაცია კი, კონსტიტუციით განსაზღვრულ დღეს, 20 იანვრის შუადღეს გაიმართება.