ტრამპი სტიქიით დაზარალებულ შტატს ესტუმრა

ოთხშაბათს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ფლორენცის" მიერ განადგურებულ ჩრდილოეთ კაროლინის შტატს ეწვია. პრეზიდენტმა ასევე შეაფასა შტატში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამაშველო ოპერაციების დაგეგმვამ წარმოუდგენელი ძალისხმევის კონსოლიდაციის პირობებში ჩაიარა.

მან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს განუცხადა, რომ „ამერიკა თქვენთან ერთად გლოვობს და ბოლომდე თქვენთან ვართ.“

ქარიშხალმა „ფლორენცმა,“ სულ ცოტა, 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქები დატბორილი დატოვა. ქარიშხლის შედეგად ასევე ჩამოწვა რამდენიმე მეწყერიც.

შტატის ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიობა მოსალოდნელია ამ კვირაშიც.