ტრამპმა ინდოეთთან ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკება დაიწყო

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის მასშტაბური სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე მუშაობენ. მათ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დელიში, პრეზიდენტ ტრამპის ინდოეთში ვიზიტის ბოლო დღეს გამართეს.

“ჩვენმა გუნდებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, რომელიც ჩვენი ორივე ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება,” თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ინდოეთი ამერიკისგან 3 მილიარდი დოლარის ოდენობის შვეულმფრენებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას იყიდის. ტრემპის თქმით, ორი ქვეყანა ასევე გააღრმავებს თანამშრომლობას კoნტრტერორიზმის, კიბერ-uსაფრთხოებისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროებში.

ტრამპის თქმით, აშშ-ინდოეთის ურთიერთობა “ნამდვილად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.”

პრემიერ-მინისტრმა მოდიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა გაზარდა, ხოლო ურთიერთობა კი უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტთან პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართა თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაზე.