ტრამპმა კოსმოსური ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგია წარმოადგინა

დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონში ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგია წარმოადგინა. ეს არის 2010 წლის შემდეგ ანტისარაკეტო თავდაცვის მიმოხილვის სახელით ცნობილი სტრატეგიის პირველი, ძირეული ცვლილება.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ გეგმით აშშ აღმოაჩენს და გაანადგურებს რაკეტებს "ყველგან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.“

მისი განცხადებით, არ არის საკმარისი მტრებთან მათი მსგავსი შესაძლებლობების დანერგვა, "არამედ [აშშ-მ] მათ ყველა ჯერზე უნდა გაუსწროს."

ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული დოქტრინა, რომელსაც 2017 წელს ელოდნენ, არაერთხელ ჩაასწორეს ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან მომომდინარე საფრთხეების კვალდაკვალ.

ტრამპმა დასძინა, რომ პენტაგონის მომავალი ბიუჯეტი კოსმოსური ანტისარაკეტო თავდაცვის კომპონენტს დააფინანსებს.

სპეციალისტების თქმით, ახალი დოქტრინა დაუკვეთავს კოსმოსური ტექნოლოგიების, მათ შორის სენსორებისა და გზაგადამჭრელების კვლევას, რაც მათი თქმით, თავდაცვის სისტემის წამყვანი კომპონენტია. ამ ტექნოლოგიების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მტრის მიერ გაშვებული რაკეტის აღმოჩენა და მისი კოსმოსში განადგურება.

ეს იდეა 1980-იან წლებში პრეზიდენტ რეიგანის „ვარსკვლავური ომების“ ინიციატივის ასოციაციას იწვევს.

ექსპერტები კი ყოველთვის აცხადებდნენ იმას, რომ კოსმოსური თავდაცვა ჰიპერსიჩქარით მოძრავი იარაღისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა.

ოთხშაბათს, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტრატეგიის მიხედვით, კოსმოსში მოწინააღმდეგის მიერ რაკეტის გაშვებაზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდება.