ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს მომავალ კვირას შეუერთდება.
დონალდ ტრამპი გაეროში სიტყვით სამშაბათს გამოვა. ამავე დროს, ასამბლეის განრიგში წელს ბევრი პრობლემური საკითხია, მათ შორის მსოფლიოში არსებული ომები, დაავადებები და კლიმატის ცვლილების პრობლემა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტი, ისე როგორც ამას ბევრი ელოდება, ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე ურთიერთობაზე და არსებულ პროგრესზე ისაუბრებს.
სხდომათა დარბაზში არ იქნება ჩრდილეთ კორეის ლიდერი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნიუ-იორკში შესახვედრად მიიწვია მისი კოლეგა ჩრდილოეთ კორეიდან. გენერალურ ასამბლეაზე ამ შეხვედრას ამერიკელი დიპლომატი ხუთშაბათს უხელმძღვანელებს, სადაც ის ფხენიანთან მიმდინარე ნაბიჯებზე ისაუბრებს, და ქვეყნებს მოუწოდებს ჩრდილოეთ-კორეაზე სანქციები შეინარჩუნონ მანამ, სანამ ფხენიანი ბირთვული განიარაღების თაობაზე საკუთარ პირობას არ შეასრულებს.