აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს ჰედერ ნაუერტს გაეროში ელჩის პოზიციაზე წარადგენს.
„ნაუერტი ნიკი ჰეილისთან იმუშავებს გაეროში მის ჩასანაცვლებლად“, - ეს განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში უგააკეთა. „ნაუერტი ძალიან ნიჭიერია, ჭკვიანი, ძალიან სხარტი და ვფიქრობ, მას ყველა სცემს პატივს.“
ჰედერ ნაუერტი 48 წლისაა. იგი სახელმწიფო დეპარტამენტში სპიკერის პოზიციაზე 2017 წელს დაინიშნა. მანამდე კი ის ტელეკომპანია ფოქს-ნიუსში ტელეწამყვანად და კორესპონდენტად მუშაობდა.