პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერი ადამიანების მიღება აკრძალა. ამით მან ერთი წლის წინ პრეზიდენტ ობამას მიერ დაწესებულ პოლიტიკას მოუხდინა რევიზია.
მიკრობლოგ ტვიტერში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გენერლებთან და სამხედრო ექსპერტებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, ის ცვლის ბარაკ ობამას შემოღებულ პოლიტიკას და შეიარაღებულ ძალებს აძლევს ბრძანებას შეწყვიტონ ტრანსგენდერების აყვანა.