ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს უარი თქვას გასულ წელს მიღებული პარიზის „კლიმატის ცვლილების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. გამოცემები ამას თეთრი სახლის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, თუმცა ადმინისტრაცია გავრცელებულ ცნობებს ჯერჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა კი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. თუმცა სხვა დეტალების შესახებ არც მას უსაუბრია.
ამერიკის მიერ შეთანხმების პირობებზე უარის თქმა ამ მიმართულებით ბევრ ცვლილებას გამოიწვევს, რადგან შტატები ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტ სათბურ გაზს აწარმოებს, შესაბამისად კლიმატის ცვლილებაზე ქვეყანას უდიდესი გავლენა აქვს. შეთანხმების მთავარი მიზანი კი სწორედ ამ გაზების გაფრქვევის შემცირებაა.