ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ტრამპის საჩივარი ახალი სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ. ეს საჩივარი შეეხებოდა იმ საქმეს, რომელშიც პრეზიდენტის საბუღალტრო ფირმას ევალებოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო ლიდერის ფინანსური დოკუმენტების გადაცემა.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმის კომიტეტმა დონალდ ტრამპის 2011-2018 წლების ფინანსური დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა, რაც გამომძიებლებს დაეხმარება შეისწავლონ პრეზიდენტის ფინანსური მდგომარეობა და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტი.
დონალდ ტრამპის ადვოკატი ჯეი სეკულოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.