ტრამპი რკინის იმპორტზე ტარიფის დაწესებას გეგმავს

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ არ დაიხევს უკან და დააწესებს 25%-იან ტარიფს კრინის იმპორტზე და 10 პროცენტიან ტარიფს ალუმინის პროდუქტებზე მიუხედავად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლისა ამერიკის მოკავშირეებისა და ამერიკული კომპანიებისგან. ისინი ფიქრობენ, რომ ტარიფების შემოღება სავაჭრო ომებს ჩაუყრის საფუძველს.

ტრამპის თქმით ტარიფები არ გავრცელდება კანადასა და მექსიკაზე, თუ ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) ხელახალი მოლაპარაკებები "სამართლიანად" დასრულდება.

„უკვე დიდი ხანია NAFTA კატასტროფულია“, - თქვა ტრამპმა. „ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები NAFTA-ზე როგორც მე ვაპირებდი, და თუ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას გავაუქმებ NAFTA-ს. თუმცა თუ მოხდება სამართლიანი შეთანხმების მიღწევა ამერიკელი ხალხისა და მშრომელთათვის, ერთ-ერთი რასაც შევათანხმებთ კანადისა და მექსიკისთვის რკინის იმპორტის საკითხია“, - თქვა ტრამპმა.

სამი ქვეყანა NAFTA-ს ცვლილებებზე მუშაობს. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი მეხიკოში გაიმართა.