ტრამპი სტოლტენბერგს აშშ-ევროპას შორის დაძაბულობის ფონზე ხვდება

ვაშინგტონი, 17 მაისი, 2018

დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

ამერიკელმა ლიდერმა გასულ კვირას ევროპის ქვეყნების თხოვნა და კრიტიკა უგულვებელყო და 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა.

ამას გარდა, ტრამპმა ტარიფები დააწესა უცხოურ ალუმინსა და ფოლადზე, მათ შორის, ევროპიდან შემოტანილ პროდუქტებზე, თუმცა მოგვიანებით ევროპელები ამ ტარიფებისგან 1 ივნისამდე გაათავისუფლა.

პრეზიდენტობის დასაწყისში, დონალდ ტრამპი ნატოს ხმამაღალი კრიტიკოსი იყო. დღეს მან მადლობა გადაოუხადა იენს სტოლტენბერგს, იმისთვის, რომ მან ალიანსის წევრებს თავდაცვის ბიუჯეტისთვის მეტის გაღება მოსთხოვა.