პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში განცხადების გაკეთებას გეგმავს.
"ამ ღამით განცხადებას გავაკეთებ. დიდი გამარჯვება!" - წერს პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერზე.
ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პრეზიდენტმა მიმდინარე არჩევნების შესახებაც დაწერა.
"ჩვენ წინ მივდივართ, მაგრამ ისინი ცდილობენ არჩევნების მოპარვას. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ მათ. ხმის მიცემა არ უნდა ხდებოდეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ" - წერს პრეზიდენტი ტრამპი.
მალევე, "ტვიტერზევე" განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა. ჯო ბაიდენი წერს, რომ გამარჯვებულს ამომრჩეველი აცხადებს.
"გამარჯვებულის გამოცხადება არც ჩემი და არც დონალდ ტრამპის საქმე არ არის. ეს ამომრჩეველის საქმეა" - წერს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი.
პრეზიდენტის განცხადებას "ტვიტერით" ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
"შეჩერდით. ხმები დაითვლება და თქვენ ან მოიგებთ, ან წააგებთ და ამერიკა ამას მიიღებს. მოთმინება სათნოებაა" - წერს კონგრესმენი.
ცოტა ხნის წინ, თავის მხარდამჭერებს მიმართა ჯო ბაიდენმა. „მე მჯერა ჩვენ ამ არჩევნების მოგების გზაზე ვდგავართ“- თქვა მან.
ასევე ნახეთ: ბაიდენი მხარდამჭერებს მიმართავს