ტრამპმა კაბინეტში გადაადგილება მოახდინა

პრეზიდენტმა ტრამპმა კაბინეტში ცვლილებები, ოთხშაბათს ვეტერანთა საქმეების ადმინისტრაციის მდივნის, დევიდ შულკინის დათხოვნით გააგრძელა.

პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ვეტერანთა საქმეების ახალ მდივნად, უაღრესად პატივცემული ადმირალის, ექიმ რონი ჯექსონის წარდგენას ვაპირებ. ჯერ-ჯერობით, გარდამავალ პერიოდში, მდივნის მოვალეობას დროებით თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი რობერტ ვილკი შეასრულებს. მადლობელი ვარ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დიდებული ვეტერანებისთვის ექიმ დევიდ შულკინის მიერ გაწეული სამსახურისთვის.“

ახლა უკვე ყოფილ მდივანს, ჯექსონი, ტრამპის ამჟამინდელი საპრეზიდენტო ექიმი შეცვლის, რომელმაც მას ბოლო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა. ჯექსონი ამ თანამდებობაზე 2013 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა და ტრამპმა ის ადგილზე დატოვა.

შულკინიც ობამას დროიდან მუშაობდა. ის, ქვეყნის სიდიდით მეორე სამთავრობო სააგენტოს ერთ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.