შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება ჩამოართვა. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯონ ბრენანი ცდილობდა მის ადმინისტრაციაში „უთანხმოების და ქაოსის“ შეტანას.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განიხილავს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლებასაც. მათ შორის არიან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კლაპერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი, ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სუზან რაისი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სალი იეტსი.
თეთრი სახლის პრესპიკერმა სარა სანდერსმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება ამ პირების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკამ განაპირობა.
ბრენანი ტრამპის აქტიური და ხმამაღალი კრიტიკოსია. გასულ თვეში პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საერთო პრეკონფერენციას მან „სხვა არაფერი თუ არა მოღალატეობრივი“ უწოდა.
თეთრი სახლის გადაწვეტილების საპასუხოდ ბრენანმა სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ დაწერა, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი არის „სიტყვის თავისუფლების ჩახშობის და კრიტიკოსების დასჯის“ მცდელობა.