შეერთებული შტატების ფლორიდის სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლომ გამოაქვეყნა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ფიცის ქვეშ გაცემული ჩვენება, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლის ჩხრეკის საჭიროების დასასაბუთებლად იყო წარდგენილი.
მეტწილად რედაქტირებული [სენსიტიური ინფორმაცია დაფარულია] დოკუმენტის მე-17 გვერდზე ჩამოთვლილია კლასიფიკაციის აღნიშვნები იმ დოკუმენტებზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ეროვნულ არქივში დაბრუნებულ 15 ყუთში იყო. ყუთებში იყო „184 უნიკალური, კლასიფიკაციის გრიფიანი დოკუმენტი, მათ შორის 67 დოკუმენტი გრიფით „კონფიდენციალური“, 92 დოკუმენტი გრიფით „საიდუმლო“ და 25 დოკუმენტი გრიფით „სრულიად საიდუმლო“.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელები ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის საფუძვლის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვენგამოქვეყნებული დოკუმენტის რედაქტირებული ვარიანტის მე-12 გვერდზე ტექსტი თითქმის მთლიანად წაშლილია.
გამოქვეყნებელი დოკუმენტი არის ფიცის ქვეშ გაცემული წერილობითი ჩვენება, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოსამართლეს წარუდგინა, რათა ტრამპის საკუთრების ჩხრეკის ორდერი მიეღო. ჩვეულებრივ, ასეთი ჩვენებები შეიცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გამოძიებაზე და აგენტები მოსამართლეს დაწვრილებით უხსნიან, თუ რატომ სურთ კონკრეტული საკუთრების ჩხრეკა და რატომ სჯერათ, რომ იქ შესაძლო დანაშაულის სამხილებს იპოვნიან, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, ასეთი წერილობითი ჩვენებები, როგორც წესი, დალუქული რჩება და მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილება, მისი ნაწილები გაემჟღავნებინა, არც ისე ხშირი პრაქტიკაა.
გამოძიების მიმართ უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ხუთშაბათს, ამერიკის მაგისტრატმა მოსამართლემ, ბრიუს რაინჰარტმა, დოკუმენტის რეადაქტირებული ვერსიის გასაჯაროების ორდერი გასცა.