ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო ქმედების შემთხვევაში, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მისამართით კიდევ ერთი გაფრთხილება გააჟღერა. პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ფხენიანი ამერიკის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს წამოიწყებს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები პასუხის გასაცემად სრულ მზადყოფნაშია. მან იქვე დაამატა, რომ იმედოვნებს, კიმ ჩენ უნი სხვა გზას გამოძებნის.
პრეზიდენტის გაფრთხილება ჩინეთის სახელმწიფო გაზეთში გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაჟღერდა, რომელშიც პეკინს რეკომენდაცია ეძლევა, რომ ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე პირველი მოახდენს თავდასხმას და ამერიკისგან საპასუხო დარტყმას მიიღებს.
თუმცა, იმავე წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთი ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე სამხრეთ კორეა, სამხედრო თანამშრომლობით კიმ ჩენ უნის რეჟიმის დამხობას შეეცდებიან.