პრეზიდენტი ტრამპი, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების გაქარწყლების წარუმატებელ მცდელობას განაგრძობს. ამჯერად, პენსილვანიის სასამართლოში.
აშშ-ის საოლქო მოსამართლე, მეთიუ ბარნი, დღეს მოისმენს არგუმენტებს სარჩელზე, რომლებიც ტრამპის საარჩევნო კამპანიამ სასამართლოში 9 ნოემბერს შეიტანა. სარჩელის მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მოითხოვს, შტატის ოფიციალურმა პირმა, არ გამოაცხადოს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამარჯვებულად.
ასევე ნახეთ: ფარკასი: ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე იქნება, საქართველოსთან კი ობამას მსგავს ჩართულობას შეინარჩუნებსდონალდ ტრამპის კამპანიამ და მისმა მხარდამჭერებმა, 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, სასამართლო სარჩელები რამდენიმე შტატში შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე, თითოეული მათგანი, მათთვის უშედეგოდ სრულდება. პენსილვანია ამ მცდელობების განუყოფელი ნაწილია და არჩევნების შედეგების გადახედვის ნებისმიერი იმედი, სწორედ ამ შტატის შედეგებზეა დამოკიდებული.
პენსილვანიის შტატის მდივანმა, ქეთი ბუქვარმა, შტატში არჩევნების შედეგები 23 ნოემბერს უნდა დაადასტუროს.
ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად, სწორედ პენსილვანიაში მიღებული ხმების დათვლის შემდეგ გამოცხადდა. საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება. ედისონ რისერჩის მონაცემებით, ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232.
ასევე ნახეთ: ტრამპი ბაიდენის გამარჯვებას თითქოს აღიარებს, მაგრამ ფორმალურად თავს დამარცხებულად არ ცნობს"ამერიკის ხმის" სტანდარტით, საარჩევნო კოლეგიის კონკრეტული ხმათა რაოდენობა, კანდიდატს ენიჭება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ შტატებში, ყველა ხმა სრულად არის დათვლილი. ამ სტანდარტის დაცვით, ამ ეტაპზე, არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამომრჩევლთა კოლეგიის 290 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232.
პენსილვანიის შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მიერ წამოწყებული დავა, ბიულეტენების მხოლოდ მცირე რაოდენობას ეხება. იქ, არჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა, 60 000-ზე მეტი ხმით მოიგო.