ტრამპი რუსეთს და ნატოს აკრიტიკებს

რუსეთი აცხადებს, რომ ნაადრევია შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკაზე მსჯელობა. საუბარია გუშინ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მხარი დაუჭიროს და ამის სანაცვლოდ რუსეთისგან ბირთვული შეიარაღების შემცირებას მოითხოვს.

„დაველოდოთ თეთრ სახლში მის ოფიციალურ შესვლას, მანამდე ინიციატივების შეფასება ნაადრევია,“ ასე გამოეხმაურა ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

ბრიტანული „ტაიმისთვის“ და გერმანული „ბილდისთვის“ ერთდროულად მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა რუსეთის სირიაში ჩართულობა და ნატოგააკრიტიკა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-უოლტერ შტაინმაიერის თქმით, ტრამპის განცხადებამ ალიანსის ქვეყნებს შორის გაოცება და ღელვა გამოიწვია.