22 მარტს, საღამოს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მრჩველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, აშშ-ს არმიის გენერალ ლეიტენანტს ჰ.რ. მაკმასტერს ჯონ ბოლტონი შეცვლის. ეს უკანასკნელი აშშ-ის ყოფილი ელჩია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამჟამად კი კონსერვატიული ტელეარხის ფოქსის ანალიტიკოსი.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპი და მაკმასტერი შეთანხმდნენ, რომ კარიერული სამხედრო ოფიცერი თანამდებობიდან გადადგებოდა და პენსიაში წავიდოდა.