შეერთებულმა შტატებმა ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები განაახლა. ეს სანქციები თეირანს თავის დროზე ბირთვული პროგრამების შეზღუდვის მიზნით დაუწესდა, 2015 წელს კი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დადებულ საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებას გამუდმებით აკრიტიკებდა. მან სამი თვის წინ შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გამოიყვანა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ძველი სანქციები აღდგებოდა. ოფიციალურად ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები ორშაბათს, შუაღამით განახლდა.
“ირანზე სანქციები ოფიციალურად გაფორმდა” დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დღეს დონალდ ტრამპმა. “ეს ყველაზე მკბენარა სანქციებია, რომელიც ოდესმე დაწესებულა… ის, ვისაც ირანთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, შეერთებულ შტატებთან საქმეს ვეღარ დაიჭერს” - აცხადებს ტრამპი. პრეზიდენტის თქმით, ის მხოლოდ მსოფლიო მშვიდობას ითხოვს და სხვას არაფერს.