დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოითხოვს, მის დემოკრატ კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარონ. ტესტის ჩატარებას, პრეზიდენტი ტრამპი დებატებამდე, ან დებატების შემდეგ ითხოვს. ის ფიქრობს, რომ საარჩევნო კამპანიისას, ჯო ბაიდენი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბოლო კვირებში, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს უკავშირდება, რომელთა მიხედვითაც ის რეიტინგით ბაიდენს ჩამორჩება. ამ პროგნეზების მიხედვით, შესაძლებელია, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ტრამპი მესამე პრეზიდენტი გახდეს, რომელიც მეორე ვადით აღარ აირჩიეს.
ასევე ნახეთ: ტრამპი კვლავ მომავალი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს”მე მკაცრად მოვითხოვ, მძინარე ჯო ბაიდენის ნარკოლოგიური შემოწმება სამშაბათს ღამით დებატამდე, ან მის შემდეგ ჩაუტარონ” – წერს პრეზიდენტი ტრამპი „ტვიტერის“ ოფიციალურ ანგარიშზე. „ბუნებრივია, ტესტის ჩატარებაზე მეც თანახმა ვარ. მისი გამოსვლები დებატებზე, მსუბუქად რომ ვთქვა, არათანმიმდევრულია. იმდენად, რომ ეს მხოლოდ ნარკოტიკის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს“-აცხადებს პრეზიდენტი.
ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენელბს, პრეზიდენტის განცხადებაზე ჯერ არ უპასუხიათ. თუმცა, დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ხშირად პასუხობს ხოლმე პრეზიდენტს, მისი ჯანმრთელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.
74 წლის დონალდ ტრამპი, ხშირად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ 77 წლის ჯო ბაიდენის მენტალურ ჯანმრთელობას.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელი მაკკეინის ქვრივი მხარს დემოკრატ ჯო ბაიდენს უჭერსარჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე, ბაიდენი ტრამპთან 7%-იან უპირატესობას ინარჩუნებს. კვლევის მონაცემებს „Real Clear Politics” ავრცელებს. თუმცა, ბაიდენის რეიტინგის მაჩვენებელი შედარებით მცირეა გადამწყვეტ შტატებში.