შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები ჰელსინკიში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ.
პრეზიდენტ პუტინთან პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა".
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი მხარის ურთიერთობებში დღესდღეობით რთული პერიოდია და რომ დღევანდელი შეხვედრა უკეთესი ურთიერთობის დასაწყისია.
პუტინის თქმით, კრიტიკულია რომ ორმხრივი ურთიერთობისთვის გზები გამოინახოს. მან აღნიშნა, რომ ამერიკელ ლიდერს შეახსენა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის აღდგენის საჭიროების შესახებ, რომელიც ტერორიზმის საკითხებზე იმუშავებს.
უკრაინის საკითხში, პუტინმა ხაზი გაუსვა მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობას და რომ ამერიკამ კიევს უნდა შეახსენოს ამ ხელშეკრულების შესრულების შესახებ.
პუტინმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ ჩარეულა და არ აპირებს ანალოგიური მეთოდებით ამერიკის არჩევნებში ჩარევას. პუტინმა დასძინა, რომ მას იმედი აქვს, რომ ისინი, ამ შეხვედრის შემდეგ, უკეთ დაიწყებენ ერთმანეთის გაგებას.
"დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. მე პრეზიდენტ პუტინს მივულოცე ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება. მე მიმაჩნია, რომ დიპლომატია და თანამშრომლობა კარგია. თუმცა ვაღიარებ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამაზე ცუდი არასდროს ყოფილა. სირიაში, ვფიქრობ, რომ ჩვენს თანამშრომლობას ასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია. რაც შეეხება რუსეთის ჩარევას ჩვენს არჩევნებში, ჩავთვალე, რომ პირადად უნდა მეთქვა ამის შესახებ პუტინისთვის", განაცხადა ტრამპმა.