ტრამპი პუტინს პირისპირ პირველად ხვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს ჰამბურგში, საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხვდება. ლიდერები "დიდი ოცეულის" სამიტს ესწრებიან.

ტრამპს და პუტინს შორის ეს პირველი პირისპირი შეხვედრაა.

ტრამპი და პუტინი შეხვედრამდე ჟურნალისტების წინ რამდენიმე წუთით გამოჩნდენ, ლიდერებმა კამერების წინ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაგრამ არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე ლიდერები სირიის, უკრაინის და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე ისაუბრებენ, განსახილველ საკითხებს შორის, შესაძლოა, მოხვდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კიბერ ჩარევა.

"ველოდები შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ვლადიმირ პუტინთან, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი," დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

ჰამბურგში ჩასვლამდე ტრამპი პოლონეთში ჩავიდა და ვარშავის მოედანზე პირველი ევროპული სიტყვა წარმოსთქვა.

ვარშავის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლამდე ტრამპი, პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდას შეხვდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთეული შტატები და პოლონეთი ერთად მუშაობენ რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ.

დღესვე პრეზიდენტი ტრამპი მექსიკის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ხვდება.