ბოლო 6 კვირის განმავლობაში პირველ სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის გამოძიებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით „საგანგაშოა“ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის და რუსეთის საკითხზე სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი მეგობრები არიან.
ეს განცხადება პრეზიდენტმა ტრამპმა ტელე-კომპანია ფოქსის გადაცემა „ფოქსი და მეგობრებში“ გააკეთა. „რობერტ მალერი ჯეიმს კომის მეგობარია, რაც ძალიან, ძალიან საგანგაშოა,“ თქვა პრეზიდენტმა.
ინტერვიუ გუშინ, თეთრ სახლში ჩაიწერა და ეთერში დღეს დილით გავიდა.
მალერი სპეციალურ პროკურორად იუსტიციის დეპარტამენტმა მას შემდეგ დანიშნა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან დაითხოვა. მალერი და კონგრესის კომიტეტები საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობას და ტრამპის რუსეთთან კავშირებს იძიებენ.