ოთხშაბათს, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჩრდილოეთ კორეის შესახებ კითხეს, მისი პასუხი ასეთი იყო: "ვნახავთ რა იქნება, თუმცა სამხედრო ქმედება პირველი არჩევანი არ არის."
პრეზიდენტმა ტრამპმა ეს კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეფონით ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ესაუბრა.
როგორც მანვე განაცხადა, საუბარი ჩრდილოეთ კორეას შეეხებოდა. "ჩინელ ლიდერს [ამ საკითხში] რაღაცის გაკეთება სურს, თუმცა არ ვიცით ის ამას შეძლებს თუ არა," თქვა ტრამპმა, რომელმაც სატელეფონო კომუნიკაციას გულღია, მკაფიო და კარგი უწოდა.