ტრამპი NBC-ის "ყალბი ამბების გამავრცელებელს" უწოდებს

Trump

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი “თანამდებობიდან გადადგომით არ დამუქრებია”, როგორც ეს მედია საშუალებებში გავრცელდა. პრეზიდენტის თქმით ეს “ყალბი ამბების” მაგალითია.

ხუთშაბათს დილით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ტვიტერში ტელე-კომპანია NBC გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც ტილერსონი წლის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპით იმედგაცრუების შემდეგ “გადადგომის პირას იყო,” და თანამდებობაზე დარჩენაში ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაარწმუნა.

გუშინ სახელმწიფო მდივანმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

“ვიცე-პრეზიდენტს არასდროს დასჭირვებია ჩემი დარწმუნება დავრჩენილიყავი თანამდებობაზე რადგან გადადგომას არასდროს ვაპირებდი,” განაცხადა ტილერსონმა.