შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით გაფრთიხლება მიიღო.
პრეზიდენტი ამ თემას სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა, სადაც მან ასევე დაგმო გასულ წელს ირანტან მიღწეული ბირთვული შეთანხმება.
პრეზიდენტის თქმით, ირანი “მადლიერი უნდა იყოს ამ შეთანხმებისთვის, რომელმაც სანქციების მოხსნით ქვეყანა ჩამონგრევას გადაარჩინა”.
გუშინ ირანის მიერ ბალიტიკური რაკეტების გამოცდა დაგმო პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა. ორი დღის წინ ამავე თემას მიეძღვნა გაეროს უშიშროების საბჭოც.