ტრამპი კუბასთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ კუბასთან ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება გადაიხედოს.

„თუ კუბას არ სურს კუბელი ხალხისთვის, კუბელებისთვის, ამერიკელებისთვის და მთლიანად ამერიკისთვის, უკეთესი შეთავაზება განიხილოს, მე შეთანხმებას გავაუქმებ,“ ეს განცხადება ტრამპმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

კუბასთან ურთიერთობების აღდგენის ისტორიულ გადაწყვეტილებას ტრამპი თავიდანვე აკრიტიკებდა. მისი თქმით, ამ შეთანხმებით ცალმხრივად ჰავანა ისარგებლებს.