შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ერაყის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. თუმცა, როცა დონალდ ტრამპს ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის შესახებ ჰკითხეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ „ერაყთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.“
დონალდ ტრამპმა, ერაყის შესახებ დავოსში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც ერაყის პრეზიდენტს შეხვდა.
ცოტა ხნის წინ, ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს სთხოვს ქვეყნიდან ჯარები გაიყვანოს. მაშინ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მიმართ მტრული მოქმედებების შემთხვევაში, ერაყს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ამერიკელები ერაყს დატოვებენ, თუ ბაღდადი გადაიხდის მილიარდობით დოლარს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დახარჯა ერაყში სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, საავიაციო ბაზის მშენებლობისთვის. ამჟამად ერაყში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მათი უმრავლესობა ერაყის არმიის ინსტრუქტორი და მრჩეველია.