პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შორის მეორე შეხვედრა ერთ კვირაში, ვიეტნამში გაიმართება. ორდღიანი მოპალარაკება ჰანოიში 27-28 თებერვალსაა დანიშნული.
ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს შეხვედრა. დიდ ბრიტანეთში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილე თაე ჩონგ ჰომ სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფხენიანის გრძელვადიანი მიზანია კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკისა და გაეროს ყოფნა დაასრულოს.
ჰოს თქმით, საახალწლო მიმართვაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თქვა, რომ მას კორეის ნახევარკუნძულზე “ეტაპობრივი მიდგომის” შემუშავება სურს “სამშვიდობო რეჟიმის” შესაქმნელად.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მას აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ შეხვედრას, შედეგად “ბევრი რამ მოჰყვება.” პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მისი საბოლოო მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება არის.