პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ემხრობა პირბადის ტარებას, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. თუმცა ასევე დასძნა, რომ არ გეგმავს ეროვნულ დონეზე ამ მოთხოვნის დაწესებას.
„მე პირბადეების მჯერა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუს“-სთან ინტერვიუში. „ვფიქრობ პირბადეები კარგია“.
თუმცა ტრამპმა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან პირბადით პირველად ერთი კვირის წინ გამოჩნდა, წამყვან კრის უალასს განუცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ თუ ყველა პირბადეს მოიხმარს ეს პრობლემას გადაწყვეტს.
ასევე ნახეთ: „დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - დონალდ ტრამპი პროფილში„არ ვეთანხმები მტკიცებას, რომ თუ ყველა პირბადეს ატარებს, ყველაფერი გაქრება“, - თქვა მან.
პრეზიდენტი ამბობს, რომ პირბადის ტარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
ასევე ნახეთ: ჯორჯიის შტატში პირბადის ტარების საკითხი დაპირისპირების საგანი ხდებაიმ რამდენიმე შტატის გუბერნატორებმა, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დრამატულად იზრდება, საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახადეს.
„მე მინდა ხალხს ქონდეს გარკვეული თავისუფლებები და არ მჯერა [რომ პირბადეები სავალდებულო უნდა იყოს]“, - თქვა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი ფაუჩის კრიტიკისგან დისტანცირებას ახდენსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსპერტები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პირბადის ტარება არ იყო საჭირო. ხოლო მოგვიანებით ეს განცხადება შეცვალეს.
ასევე ნახეთ: ფლორიდის 50-მდე საავადმყოფოს სარეანიმაციო პალატები აღარ აქვს - სიტუაცია ამერიკაში და ევროპაშიშეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 70,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა ახალგაზრდაა და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.
„მათ უბრალოდ სურდო აქვთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მიერ პრობლემის მასშტაბის დაკნინების მიუხედავად, რამდენიმე შტატში ვითარება რთულია. ამერიკის სამხრეთში მდებარე ფლორიდის შტატი აცხადებს, რომ 45 საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის პალატები უკვე შევსებულია და პანდემიის მზარდი მასშტაბები ამერიკის რამდენიმე შტატის ჯანდაცვის სისტემებს განსაკუთრებული სიმძიმით დააწვა.
ასევე ნახეთ: ქვეყნები ხსნიან შეზღუდვებს, კორონავირუსი კი ძლიერდებაამ დრომდე, კორონავირუსით 140,000-ზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ დროისთვის 3.7. მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.