აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას მანილაში ჩაფრინდა რამდენიმე სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ სხვა სამხრეთ აზიელი ლიდერებიც.
ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავი მანილაში 18 საათისთვის ჩაფრინდა. აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროს სამიათას ხუთასამდე მოპროტესტე გამოვიდა. ისინი ტრამპის თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდებდნენ და აშშ-ს, ფილიპინების ყოფილ კოლონიზატორს, უცხოეთში ომების წარმოებაში სდებდნენ ბრალს.