აშშ-ის პრეზიდენტმა 5 ნოემბერს იაპონიაში, იოკოტის სამხრდრო-საჰაერო ბაზაზე მიმართა ჯარისკაცებს და უთხრა მათ, რომ "არცერთმა დიქტატორმა, არავინ უნდა გამოსცადოს ამერიკის სიმტკიცე." ეს კომანტარები ამერიკელმა პრეზიდენტმა აზიის სახელმწიფოებში, ორ-კვირიანი ვიზიტის დასაწყისში გააკეთა. აზიური ტურნე, მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეის და ვაჭრობის საკითხებზე გააკეთებს აქცენტს.
მან დასძინა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები "ტირანებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს."
სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტი საიტამის შტატში გადაფრინდა, სადაც მას იაპონიის პრემიერი შინზო აბე შეხვდა. ორმა ლიდერმა სამხედრო ქუდებზე სამახსოვრო წარწერა გააკეთეს: "დონალდი და შინზო ალიანსს კიდევ უფრო აძლიერებენ."