პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შეერთებულ შტატებში იმიგრაციას დროებით წყვეტს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა.
"უხილავი მტრის შეტევის ფონზე და ასევე, ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, მე აღმასრულებელ ბრძანებას მოვაწერ ხელს, რომ დროებით შეჩერდეს იმიგრაცია შეერთებულ შტატებში!" - დაწერა პრეზიდენტმა.
ჯერჯერობით უცნობია, დეტალები იმის შესახებ თუ რას შეიძლება მოიცავდეს პრეზიდენტის ბრძანება, ვის შეეხება ის და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს ამერიკაში იმიგრაციის დროებითი შეჩერება.