ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ საიმიგრაციო რეფორმის კანონპროექტის კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უსაბუთო იმიგრანტი ბავშვების მათი მშობლებისგან განცალკევების პოლიტიკას იცავს. ერთ დროს იშვიათი პრაქტიკა დღეს რუტინული პროცესია. 6 კვირის განმავლობაში, მაისის ბოლომდე, დაახლოებით 2000 ბავშვი დააშორეს მათ ოჯახს. პრეზიდენტი ტრამპი ბრალს ამ პოლიტიკის წარმოებაში ობამას ადმინისტრაციას სდებს.
საიმიგრაციო რეფორმის განსახილველად ტრამპი ხვალ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს შეხვდება. ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრაციის დებატებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრიზმაში განიხილავს. ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელს, რომლებიც არალეგალურად კვეთენ საზღვარს, დაკავების იზოლატორში ათავსებენ, სადაც ისინი ბავშვებთან ერთად ვერ იქნებიან, სწორედ ამიტომ ბავშვებს მათი მშობლებს აშორებენ.