ტრამპმა "ბოინგ 737-მაქს“ ტიპის თვითმფრინავების ფრენა შეაჩერა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის აჩერებს ამერიკული წარმოების თვითმფრინავების "ბოინგ 737-მაქსის“ ფრენებს. კვირას, "ეთიოპიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგი" ავიაკატასტროფაში მოჰყვა და მასზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავების "ბოინგ 737-მაქს 8“ და "ბოინგ 737-მაქს 9“ ფრენები დროებით უკვე 40 ქვეყანაში გააუქმეს. ამერიკა ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც ამ ტიპის "ბოინგის" გამოყენება მომხდარი ფაქტის გამოძიების დასრულებამდე შეაჩერეს.

ფრენები არც საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელდება. „მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან" - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.