პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეიდან გათავისუფლებულებს დახვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად დახვდა იმ სამ ამერიკელს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და შინ დაბრუნდნენ. ხუთშაბათს, გათენებისას ფხენიანმა ამას ახალი დასაწყისის საფუძველი უწოდა.

ვაშინგტონთან ახლოს, მერილენდის ენდრიუსის საავიაციო ბაზაზე პრეზიდენტი და პირველი ლედი თვითმფრინავის ბორდზე ავიდნენ და ცოტა ხანში ჩრდოლო კორეიდან გათავისუფლებულ სამ მამაკაცთან ერთად გამოვიდნენ.

სამხედრო თვითმფრინავიდან გამოსულ გათავისუფლებულ ამერიკელებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც შეხვდნენ.

პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მათი გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი აზრით, კიმს ნამდვილად სურს მისი ქვეყანა რეალური მსოფლიოს ნაწილი იყოს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ამერიკის სამი მოქალაქე ფხენიანში მაიკ პომპეოსთან გუშინ საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ მალევე გაათავისუფლა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმთან შეხვედრის დრო და ადგილი უკვე შეთანხმებულია და ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა სინგაპურში გაიმართება.