ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" განაცხადა.
"მარკ ესპერი სამსახურიდან გათავისუფლებულია. მინდა მას მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. შემდეგ პოსტში კი თქვა, რომ მის მოვალეობას ტერორიზმის საწინააღმდეგო ცენტრის დირექტორი, ქრისტოფერ მილერი შეასრულებს. ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.
ასევე ნახეთ: აშშ-ის სამხედრო ლიერებმა არ იციან, ვინ გასცა ძალის გამოყენების ბრძანება თეთრი სახლის წინ დემონსტრაციის დასაშლელად
მარკ ესპერს პოსტზე გარდამავალ პერიოდშიც უნდა ემსახურა, სანამ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თანამდებობაზე დაამტკიცებენ.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ესპერის თაობაზე განსხვავებული ცნობები ვრცელდებოდა. მედიასაშუალებების ნაწილი იტყობინებოდა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ზოგი კი ამბობდა, რომ ის სულაც არ აპირებდა თანამდებობიდან წასვლას.
ტრამპსა და ესპერს შორის ურთიერთობა ივნისში დაიძაბა. პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამხედრო პერსონალს გამოიყენებდა. ესპერი ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ დაუპირისპირდა.
მარკ ესპერი ამერიკის თავდაცვის მდივნად 2019 წელს დაინიშნა. 2017-2019 წლებში, ის არმიის მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ასევე ნახეთ: ბაიდენ-ჰარისის გუნდი ძალაუფლების გადაბარებისთვის ემზადებაკრისტოფერ მილერის გამოცდილებას არმიის სპეციალური ოპერაციებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბევრი მიესალმა. თუმცა გამოითქვა კითხვებიც მის ამ მაღალ პოზიციაზე მოულოდნელი დაწინაურების შესახებ და იმის გარშემო, შეძლებს თუ არა ის დონალდ ტრამპის ამა თუ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას, თუ ტრამპი მისი პრეზიდენტობის მიწურულში, რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმას მოისურვებს.
მილერი მეოთხე ადამიანია, ვინც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, პენტაგონს ჩაუდგება სათავეში.