ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგები 2016 არჩევნებში ვიხილეთ. 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის პოსტი მოიპოვა. ტრამპმა მსოფლიო და ამერიკა გააკვირვა მერყევი შტატების უმრავლესობის მოგებით და ტრადიციულად დემოკრატიულ შტატებში რესპუბლიკელთა გამარჯვებით.
მოქმედების ასეთი განვითარების წარმოდგენა ცოტას თუ შეეძლო რამდენიმე საათით ადრე. დონალდ ტრამპი კვლევების მიხედვით კამპანიის განმავლობაში ჰილარი კლინტონს ჩამორჩებოდა. მისმა გამარჯვებამ ამერიკა გაკვირვა.
„მე სულ ახლახანს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დამირეკა. ის გვილოცავს მოგებას, ეს ჩვენი მომენტია, მე მას მივულოცე ძლიერი მეტოქეობა კამპანიის განმავლობაში. მან ძალიან მაგრად იბრძოლა“, - მიმართა ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს ნიუ-იორკში.
ტრამპმა გრძელი და ცხარე კამპანიის შემდეგ, რომელმაც ქვეყანა ორად გაყო, სწრაფად შეცვალა ტონი და შემრიგებლური სიტყვით მიმართა ამომრჩეველს.
„ახლა დროა, რომ ამერიკამ მოიშუშოს უთანხმოების ჭრილობები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. მივმართავ ყველა რესპუბლიკელს, დემოკრატს და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერს ამ ქვეყანაში, ეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე მიმართა სხვა ქვეყნებს და მათ ლიდერებს, რომელთა უმრავლესობას ეჭვი არ ეპარებოდა კლინტონის გამარჯვებაში.
„მე მინდა მსოფლიო თანამეგობრობას ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის დავაყენებთ წინა პლანზე ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ყველას სამართლიანად მივუდგებით ყველა ადამიანს და ქვეყანას. ჩვენ ვეცდებით საერთო ენის გამონახვას და არა მტრობას, პარტნიორობას და კონფლიქტს“, - თქვა მან არჩევნების ღამეს.
ჰილარი კლინტონმა დამარცხება ოთხშაბათს სიტყვის გამოსვლისას აღიარა და მეტოქეს მიულოცა. არჩევნების ღამეს კი კამპანიის მენეჯერს, ჯონ პოდესტას მოუწია მიემართა იმედგაცრუებული მხარდაჭერებისთვის, რომლებიც ნიუ-იორკში ელოდნენ გამარჯვებას.
რესპუბლიკელებმა ასევე შეუნარჩუნეს კონტროლი სენატზე და წარმომადგენელთა პალატაზე. ტრამპმა მოიგო ის შტატები, სადაც დაპირისპირება მწვავე იყო ორ კანდიდატს შორის, მათ შორის ფლორიდა, ოჰაიო, ჩრდილოეთ კაროლინა და ვისკონსინიც კი, რომელმაც ბოლოს 1984 წელს მისცა რესპუბლიკელს ხმა.
ექსპერტ დავიდ შულცის თქმით, ტრამპმა მაღალი მხარდაჭერა მიიღო თეთრკანიან, მუშათა კლასის ამომრჩევლებში.
“ის, რაც დონალდ ტრამპმა კარგად გააკეთა არის არატრადიციული ამომრჩევლის მობილიზება. წავა, თუ არა ეს ამომრჩეველი არჩევნებზე ხშირად რთული სათქმელია. მეორე მხრივ, სახეზე გვქონდა ენთუზიაზმს შორის სხვაობა. იმ ხალხს, ვისაც ტრამპი მოწონდა, ის მათ ძალიან მოსწონდათ, და წავიდნენ ხმის მისაცემად. ხოლო ისინი, ვინც კლინტონს უჭერდნენ მხარს არ იყვნენ ასეთივე მოწადინებულნი“, - აღნიშნა შულცმა.
ტრამპი ინაუგურაციისა და იანვარში საპრეზიდენტო ხელისუფლების გადაცემისთვის ემზადება, რაც მისი მხარდაჭერებისთვისაც კი ძნელი წარმოსადგენი იყო.