ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ის შეაჩერებს პროგრამას, რომელიც კრძალავს ამერიკიდან იმ ბავშვების დეპორტაციას, რომლებიც მშობლებმა ქვეყანაში არალეგალურად მცირეწლოვან ასაკში ჩამოიყვანეს.
გადაწყვეტილება ძალაში 6 თვის ვადაში შევა მას შემდეგ, რაც მას კონგრესი განიხილავს. თუმცა, ოფიციალური პირების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ტრამპმა პოზიცია შეიცვალოს.
პროგრამა პრეზიდენტმა ობამამ შეიმუშავა. ამ პროგრამით 800,000 ადამიანმა ამერიკაში მუშაობის უფლება მიიღო.