ტრამპმა, კლინტონმა საქველმოქმედო საღამოზე მწვავე განცხადებები გააკეთეს

ამერიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები 20 ოქტომბერს ნიუ-იორკში, საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ, სადაც ორივე მათგანმა, ამ საღამოს ტრადიციის შესაბამისად, სიტყვა წარმოთქვა.

ალფრედ სმითის სახელობის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში არსებულ კათოლიკურ საქველმოქმედო მისიებს ეხმარება, კანდიდატებს მოეთხოვებოდათ პოლიტიკაზე და საკუთარ სისუსტეებზე იუმორით ესაუბრათ.

ორივე კანდიდატმა, ამის ნაცვლად, ერთმანეთის კრიტიკული განცხადებები გააკეთა. ხშირად, ასეთმა განცხადებებმა აუდიტორიის უარყოფითი ემოციები გამოიწვია.