ტრამპი აცხადებს, რომ მნიშვნელოვან შტატებში ლიდერობს, თუმცა ეროვნული გამოკითხვები სხვა ციფრებს აჩვენებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზოგიერთ მერყევ შტატში, მისი გამოკითხვების შედეგები უკეთესია, ვიდრე ძირითადი გამოკითხვები აჩვენებს. ძირითადი გამოკითხვების მიხედვით, ე.წ. "მერყევ შტატებში", რომლებსაც ასევე "ბრძოლის ველად" მოიხსენიებენ, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენს ჩამორჩება.

"გამოკითხვის შედეგები ძალიან კარგია. თვქენ ვერ ხედავთ გამოკითხვის რეალურ ციფრებს" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაიდენი ტრამპს 7-8 პროცენტული მაჩვენებლით უსწრებს.

ასევე ნახეთ: გამოკითხვები: ამ ეტაპზე სენატს დემოკრატები იგებენ

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მისი პოზიციები "ფანტასტიურია" ფლორიდაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში. ასევე, მიჩიგანსა და უისკონსინში.

"Real Clear Politics"- ის გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლის თანახმად, ტრამპი ბაიდენს ჩამორჩება მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში. მათი მონაცემები თითქმის თანაბარია ფლორიდასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.

ასევე ნახეთ: ტრამპი და ბაიდენი მერყევი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას ცდილობენ

იმავე დღეს, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა გამოკითხვების შესახებ განცხადება გააკეთა, ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპი კვლავ გააკრიტიკა კორონავირუსის პანდემიის არასათანადო მართვის გამო. ბაიდენი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტი ტრამპი, მრავალრიცხოვანი ამომრჩევლების შეკრებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.