ტრამპის ვიზიტის დღის წესრიგში ჩრდილოეთ კორეა, ვაჭრობის საკითხები იქნება

მომავალ კვირაში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს პირველად ეწვევა. ეს, აზიის რეგიონში ხანგრძლივი ტურნეს ფარგლებში საკვანძო გაჩერება იქნება და მოსალოდნელია, რომ ვაჭრობა და ჩრდილოეთ კორეა მისი დღის წესრიგის მთავარი თემები იქნება.

ჩინეთი ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს, რომ ამ ვიზიტისგან მნიშვნელოვან შედეგებს ელიან, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ეს მეტწილად ტრამპის მიდგომაზე იქნება დამოკიდებული.

ვაჭრობის თემა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჩრდილოეთ კორეის საკითხმა წინა პლანზე სწრაფად გადაინაცვლა. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ორი საკითხი ერთმანეთს დაუკავშირა, რასაც ერთმა ჩინელმა ანალიტიკოსმა მისი „არასტრატეგიული-სტრატეგია“ უწოდა