პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა, სასმართლოების და მოსამართლეების მხრიდან მრავალი უარყოფის მიუხედავად, კიდევ ერთი პეტიცია შეიტანა უზენაეს სასამართლოში.
პეტიციის მიხედვით, ტრამპის გუნდი პენსილვანიის უზენაესი სასმართლოს გადაწვეტილებების შეცვლას ითხოვს, რომლებიც ფოსტით მიღებულ ბიულეტენებს შეეხება და სასამრთლოს სთხოვს მისცეს პენსილვანიის გნერალურ ასამბლეას უფლება თავად აირჩიოს ამომრჩეველთა კოლეგიის წყება.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი დღეს კოვიდ-19-ის ვაქცინას ტელეკამერების წინაშე გაიკეთებსუზენაესი სასმართლოს მიერ ტრამპის სარჩელზე დათანხმების ნაკლები შანსია და ასეც რომ იყოს, ეს არჩევნების შედეგებს არ შეცვლის. არჩეული პრეზიდენტი ჯო ბადენი კლავ გამარჯვებული იქნება, საარჩევნო კოლეგიის ხმების დიდი უპირატესობით მოპოვებიდან გამომდინარე.
ტრამპის გუნდი ითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწვტილება 6 იანვრამდე მიიღოს, თარიღამდე როცა კონგრესმა საარჩევნო კოლეგიის ხმების სერთიფიირება უნდა მოახდინოს. თუმცა სასამართლოს მოსამართლეების შეხვედრა ამ თარიღამდე არ იგეგმება.
პენსილვანიამ გასულ თვეში, ბაიდენი შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შედეგადაც მან შტატის კოლეგიის 20 ხმა მიიღო.
ასევე ნახეთ: მრავალთვიანი დავის შემდეგ, კონგრესი დახმარების პაკეტზე შეთანხმდატრამპის გუნდმა ამ დრომდე 50 სარჩელი შეიტანა, სადაც გაყალბებებსა და დარღვევებზე საუბრობდნენ. თუმცა ამ ბრალდებების უმეტესობა უარყოფილი იქნა იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს მტკიცებულებები არ წარუდგენია.
ტრამპის გუნდმა სასამართლოში, იმ მოსამართლეების წინაშეც წააგო, რომლებიც რესპუბლიკურად არიან განწყობილი, ან თავად პრეზიდენტის მიერ იქნენ დანიშნული. უზენაესმა სასამართლომ კი, ამ დრომდე უარი განაცხადა, განეხილა ტრამპის ორი სარჩელი, რომელიც პენსილვანიას უკავშირდება.