ტრამპი ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის სამიტზეა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ბუენოს-აირესში შეკრებილ, სახელმწიფოთა ლიდერებს შეუერთდა. მას არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი შეეგება. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, მსოფლიოს ლიდერებმა ერთობლივი სურათები გადაიღეს.

ორდღიანი სამიტი აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი ვაჭრობის, ისევე როგორც სხვა გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე დაიწყო უკრაინასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ შეხვედრების დასაწყისში გააკეთა განცხადება, რომ გეგმავდა საუდის არაბეთის უფლისწულ მოჰამედ ბინ სალმანთან ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ესაუბრა.