ოვალური კაბინეტის დაკავებიდან დაახლოებით ასი დღის შემდეგ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი 40 % -ია. ეს ახალი პრეზიდენტისთვის კვლავ დაბალი მაჩვენებელია.
ტრამპის რეიტინგი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მცირედითაა გაუმჯობესებული მას შემდეგ, რაც ამერიკის სამხედრო ძალებმა სირიასა და ავღანეთზე მიიტანეს იერიშები. თუმცა რეიტინგი კვლავ საშუალო-ნეიტრალურ მაჩვენებელზე რჩება საშინაო პოლიტიკის საკითხების თაობაზე.
გალოპის ყოველდღიური კვლევების უახლესი მონაცემებით, პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერის რეიტინგი 41 % ია, გამოკითხულთა 53 % კი მას მხარს არ უჭერს. სამი კვირის წინანდელი მონაცემებით, მხარდამჭერთა რიცხვი 35 %-ს არ აღემატებოდა.
მკვლევართა თქმით, ტრამპი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას, როგორც მთავარსარდალი. ხალხი მისგან ლიდერობას ელის. თუმცა ექსპერტთა შეფასებით, მას „ქვეყნის შიდა ფრონტზე“ სჭირდება ბრძოლის გაძლიერება. უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება შეჩერებული ჯანდაცვის რეფორმის საკითხი.