თეთრი სახლი 150 მილიონ კოვიდ19-ის ტესტს დაარიგებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის და შტატების გუბერნატორებს მიმართავს. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს 150 მილიონი ტესტის დარიგებას სხვადასხვა შტატისთვის, რათა ამერიკაში დაიწყოს სასწავლო წელი და სკოლები გაიხსნას.

პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ "მასიური ტესტირებით ამერიკაში კოვიდ19-ის ტესტირების რაოდენობა გაორმაგდება. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, 50 მილიონი ტესტი დაურიგდებათ მოწყვლად თემებსა და დაწესებულებებს, მათ შორის მოხუცთა თავშესაფარებს.

ასევე ნახეთ: კონტროლის გარეშე გახსნა შესაძლოა გახდეს "კატასტროფის რეცეპტი" 

თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით სკოლებმა უნდა გამოიყენონ სწრაფი ტესტები და გახსნან დაწესებულებები ბავშვებისათვის, რათა მშობლებმა შეძლონ და დაუბრუნდნენ სამუშაოებს. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ამუშავებას.

პრეზიდენტი ტრამპი გასულ კვირას დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა და თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ აქვს ეროვნული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის განახლება. ბაიდენმა თქვა, რომ თავად ეს პროგრამა ივლისში წარადგინა.

ასევე ნახეთ: ბირქსი: ვირუსი გასაოცრად ვრცელდება

ბაიდენმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სკოლების გახსნა ადეკვატური დაცვით, პირბადეებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და რაც მთავარია, საჭირო ტესტების რაოდენობის თანხლებით უნდა გაიხსნას, რათა როგორც ის ამბობს, მოხდეს კონტროლი ინფიცირების მაჩვენებლის.

პრეზიდენტ ტრამპის ეს ინიციატივა, ახალი სკანდალის ფონზე გახმაურდა. რამდენიმე დღის წინ NBC NEWS-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპი არასწორ ინფორმაციას იღებს პანდემიური მდგომარეობის შესახებ, როგორც CDC-ის დირექტორი ამბობდა პრეზიდენტს არასწორ მონაცემებს კორონავირუსის ჯგუფის უახლესი წევრი სკოტ ატლასი აწვდის.

ასევე ნახეთ: ფაუჩის განცხადებით, კორონავორუსის ვაქცინის დაჩქარებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სხვა ვაქცინებზე

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც არ იყო უარყოფილი, რომ CDC-ის დირექტორი ატლასის შესახებ საუბრობდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს პირადი საუბარი ჰქონდა თვითმფრინავიდან, სადაც ის კოვიდ19-ის შესახებ საუბრობდა, რომელიც მედიამ გაასაჯაროვა.

თავისმხრივ სკოტ ატლასი, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა "ტასკ ფორს" ნეირორადიოლოგია, რომელსაც ინფექციური დაავადებების შესახებ ცოდნა არ აქვს. სანამ ის თეთრ სახლში არსებულ სპეციალურ ჯგუფს კოვიდ19-თან ბრძოლაში შეუერთდებოდა, ატლასი ხშირად ჩდებოდა "ფოქს ნიუსთან". ის მომხრეა ეკონომიკის გახსნის და სრულად იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებებს პანდემიასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ: პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

გამართულ პრესკონფერენციას თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა კოვიდ19-ის 150 მილიონი ტესტის შესახებ ისაუბრა, არ ესწრებოდა ჯგუფის ორი წევრი დებორა ბირქსი და ენტონი ფაუჩი. პრესკონფერენციაზე არ იმყოფებოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი.