შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მსვლელობის დროს მომხდარი სასიკვდილო ძალადობა „ტერორიზმის განსაზღვრას აკმაყოფილებს“.
მაკმასტერმა, „ეი ბი სი“-სთან ინტერვიუს დროს, ავტომანქანის მოწინააღმდეგე მომიტინგეთა ჯგუფში შევარდნას და 32 წლის ჰეთერ ჰაიერის დაღუპვას უწოდა „კრიმინალური საქციელი, რომელიც შესაძლოა ამ სიძულვილით და შეუწყნარებლობით იყო განპირობებული“.
შარლოტსვილის მოვლენებამდე, სიეტლში დაგეგმილ დემონსტრაციას, რომელიც ტრამპის მომხრე კონსერვატიულმა ჯგუფმა მოაწყო, მოწინააღმდეგე დემონსტრაცია დახვდა და მას შემდეგ რაც პოლიციელების მისამართით ფოიერვერკები ისროლეს, ბრბოს დასაშლელად ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა პრეზიდენტის ტრამპის განცხადებას მხარი დაუჭირა და თქვა: „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად და გარკვევით დაგმო შეუწყნარებლობა, ძალადობა და სიძულვილი, რომელიც შარლოტსვილის ქუჩებში გამოჩნდა. ჩვენ თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების, ნეო-ნაცისტების ან „კუ კლუქს კლანის“ მხრიდან სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებელი ვართ“.