კონგრესში ტრამპის მიერ პრესის კრიტიკა აშფოთებთ

ამერიკის კონგრესი

ვაშინგტონი უამრავ ჟურნალისტს და პრესის უფლებების დამცველს მასპინძლობს. ამერიკის დედაქალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ პრესის წინააღმდეგ გამოთქმულმა კრიტიკამ შეარყია. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაიკკეინმა კვირას განაცხადა, რომ პრესის თავისუფლების შეზღუდვა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც „დიქტატორები მიმართავენ“. ერთი დღეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ წამყვან მედია საშუალებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ამერიკელი ხალხის მტერი“ უწოდა, როდესაც მან ფლორიდაში კიდევ ერთხელ გაილაშქრა ახალი ამბების სააგენტოების წინააღმდეგ.

„ისინი პრობლემის ნაწილს წარმოადგენენ. ისინი კორუფციული სისტემის ნაწილი არიან. როდესაც მედია ხალხის მოტყუებას შეეცდება მე მათ ამის საშუალებას არ მივცემ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ მივცე ამის საშუალება. მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და მათი დღის წესრიგი თქვენსას არ ემთხვევა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მაკკეინის მსგავსად ადამ შიფის თქმით, მედიის მსგავს დისკრედიტაციას ხშირად ავტორიტარული მმართველები მიმართავენ.

„ეს არის ის, რაც გვესმის დიქტატორებისგან, როდესაც მათ სურთ ინფორმაციაზე კონტროლი მოიპოვონ“, - აღნიშნა დემოკრატმა სენატორმა ადამ შიფმა.

კანონმდებლები, ორივე პარტიიდან, ხშირად უკმაყოფილო არიან პრესის მიერ მათი გაშუქებით, თუმცა თავისუფალ მედიას იცავენ. ისინი ტრამპის შეფასებისგან თავს იკავებენ.

„ყველაზე მეტად საგანგაშო და ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რაც მას უთქვამს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, ის არის თუ როგორ აღიქვამს ის [ტრამპი] კონსტიტუციის პირველ შესწორებას, თვლის რომ ეს ადამიანები [ჟურნალისტები] ხალხის მტრების არიან. ნიქსონიც კი არ წასულა ასე შორს,“ ამბობს ის.

რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ სასემ აღნიშნულს, კონსტიტუციის პირველი 10 დამატების, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს (უფლებების ბილის) „ტვიტერზე“ გაზიარებით უპასუხა. სხვებმა პრეზიდენტის განცხადების კრიტიკისგან თავი შეიკავეს.

„მე ვფიქრობ ტრამპი საკუთარ აზრს გამოხატავს, და ძალიან მკაცრად. თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის მაგალითი, რომ ვინმე რაიმე კანონმდებლობას იღებდეს პრესის თავისუფლების შესაზღუდად“, - ამბობს რენ პოლი, რესპუბლიკელი სენატორი ABC-სთან ინტერვიუში.

პასუხს თავი აარიდა ასევე რესპუბლიკელმა სენატორმა, მიჩ მაკკონელმა.

„მე ტრამპის ყოველდღიური პოსტები ტვიტერზე დიდად არ მხიბლავს. მე ის მომწონს, რასაც ის რეალურად აკეთებს“, - აცხადებს სენატორი მიჩ მაკკონელი, რესპუბლიკელი სენატორი.

ტრამპის მოკავშირეების ნაწილი, პრეზიდენტის განცხადებისგან დისტანცირებას ცდილობს.

„პრესასთან ხშირად მიდავია. თუმცა, პრესა ნაწილია იმის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე პირადად, მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - ამბობს თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მატისი.

ტრამპის წინააღმდეგ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გამოსვლები გრძელდება, მაშინ როდესაც პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერები მის მესიჯს იმეორებენ.

„ზუსტად ისეა, როგორც ის ამბობს. სამწუხაროდ, ახალი ამბების სააგენტოები არასწორად აშუქებენ ფაქტებს, ისე როგორც მათ აწყობთ. მათ იმედი ქონდათ ჰილარი მოიგებდა და მან ვერ გაიმარჯვა“, - ამბობს ჰამილტონ კამპოსი, ტრამპის მხარდამჭერი.

ტრამპი მისი მხარდამჭერების გულს იგებს. თუმცა ასევე იმ ჯგუფების უფრო აქტიური მუშაობისკენ უბიძგებს, რომელიც მის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან.ამერიკის სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციების, ფინანსური მხარდაჭერა, ინაუგურაციის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.