ტრამპის მოკავშირე ბარაკი უცხოური ლობირების ბრალდებით დააპატიმრეს

სამშაბათს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მილიარდერი მეგობარი თომას ბარაკი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდს ხელმძღვანელობდა, უკანონო უცხოური ლობირების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით დააპატიმრეს.

ასევე ნახეთ: ბრალის წაყენებას, ტრამპის ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა შეეძლება

ბარაკს, შეერთებულ შტატებში გაერთიანებული არაბული საემიროების ინტერესების უკანონოდ წინ წაწევას აბრალებენ. ამასთან ერთად,სავარაუდოდ მან გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებთან გამოკითხვის დროს იცრუა, როდესაც გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან თავის საქმიან ურთიერთობაზე საუბრობდა.

74 წლის ბარაკი, დიდი ხანია ტრამპის მოკავშირე და დიდი კერძო საინვესტიციო ფირმის, “კოლონი ქეფითალ”-ის დამფუძნებელია. 2020 წელს, ბარაკი კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. აპრილში, მან ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.